სამედიცინო პროფილაქტიკური დანიშნულება

სწორედ ამიტომ ამბობენ:

location

დაბა "შეკვეთილის" სამედიცინო პროფილაქტიკური დანიშნულება

1. სასუნთქი ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ

პირდაპირი დანიშნულება - "შეკვეთილის" ოზონი. ზღვისა და მთის ჰაერის ნაზავი, გაჯერებული ჟანგბადის მაღალი პროცენტული შემცველობით. მხოლოდ არა ტუბერკულიოზური წარმოშობის დაავადებებისთვის. პირდაპირი მითითებაა ბრონქიტულ, ასთმური დაავადებების დროს. სასურველია მკურნალობა მოხდეს წლის თბილ პერიოდში. (გაზაფხული, შემოდგომა).

2. ძვალ-სახსროვანი სისტემების დაავადებანი

პირდაპირი დანიშნულებაა რაქიტის, ასტრეოქონდროზის, ხერხემლის, ძვლებისა და სახსრების სხვადასხვა პათოლოგიების, მენისკის სამკურნალოდ. საუკეთესოა ოპერაციის შემდგომი, სარეაბილიტაციო პერიოდის "შეკვეთილში" გატარება. ცერებრიალური დაავადებების შემთხვევაში ზღვაზე დასვენება საუკეთესოა ივლისი - აგვისტოს თვეებში.

3. ნერვული სისტემის, გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ

ნერვოზი, სტრესები, უძილობა... ტახიკარდია, არითმია, ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სისხლძარღვთა სტიმულირება, ანემია, იმუნიტეტის დაქვეითება, უმადობა, ბულემია, იოდის ნაკლებობა, ჩიყვის პროფილაქტიკა დაწყებით სტადიაში - წლის ნებისმიერ დროს.

4. კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ

ალერგიული, ჩირქოვანი გამონაყარის, ფ ს ო რ ი ო ზ ი ს (სხვადასხვა კატეგორიის) სამკურნალოდ.

"შეკვეთილის" ჰავა, კლიმატი,მდებარეობა (ფიჭვნარი, ზღვა, მაგნიტური ქვიშა...) განსაკუთრებით რეკომენდირებულია 8 თვიდან - 10 წლამდე ბავშვებისთვის.

დაჯავშნის ფორმა