საქართველოს ულამაზესი კუთხე – გურია; ოზურგეთის რაიონი, დაბა შეკვეთილი. მდებარეობს ცნობილ კურორტებს ურეკსა და ქობულეთს შორის. დაბა შეკვეთილი არის ხუთკილომეტრიანი ფიჭვნარის ზოლი შავი ზღვის სანაპიროზე; სანაპიროზე სამკურნალო, მაგნიტური ქვიშაა.
ჰავა, კლიმატი
ბახმაროს მთიდან (რომელიც ზღვის დონიდან 2 050 მ. მდებარეობს) მონაბერი ჰაერი, უერთდება ზღვის ჰაერს, ხდება გარდატეხა და იქმნება ოზონი; სუფთა, კამკამა ზღვა, ფიჭვნარი, მაგნიტური ქვიშა აი, ყოველივე ის რაც ”შეკვეთილს” უნიკალურობას ანიჭებს, როგორც საკურორტო, ისე სამკურნალო თვალსაზრისით.