დასასვენებელი კომპლექსი “მირაჟი” – შავი ზღვის სანაპიროზე, დაბა შეკვეთილში. 20 წელი თქვენს სამსახურში. 1996 წლიდან ფუნქციონირებდა “თეთრი იალქნის” სახელით, ხოლო 2004 წლიდან “მირაჟის” სახელწოდებით.
ინფორმაცია სასტუმროს ინფრასტრუქტურის შესახებ:
- ორი საცხოვრებელი კორპუსი სრული კომფორტით:
- ორადგილიანი და სამადგილიანი ნომრები ზღვის ხედით;
- ორ ოთახიანი, ოთხ ადგილიანი ნომრები საოჯახო დასვენებისთვის;
- ლუქსები და ნახევრად ლუქსები ზღვის ხედით;
- კვების ბლოკი დამსვენებლებისთვის;
- რესტორანი, ბარი, ბუნგალო ზღვის სანაპიროზე;
- დარბაზები შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების მოსაწყობად;
- სარეპეტიციო დარბაზი ქორეოგრაფიული ჯგუფებისთვის;
- სპორტული მოედნები (მინი ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი);
- შემოღობილი, კეთილმოწყობილი ეზო;
- ბავშვთა სათამაშო მოედანი;
- საკუთარი, კეთილმოწყობილი სანაპირო;
- დაცული ავტოსადგომი.
სასტუმროს ტერიტორიასა და სანაპიროზე უცხო პირები არ დაიშვებიან.